საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკად. გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტი,  ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი,
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,  საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია,

24-28 ნოემბერს  ატარებს  აკად. გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმს


საერთაშორისო სიმპოზიუმის ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ეთნოლოგის, ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლისთავს.

 

უდიდესია გიორგი ჩიტაიას (1890-1986) ღვაწლი ქართული ეთნოლოგიური სკოლის ჩამოყალიბებაში. მისი “კომპლექსურ-ინტენსიური კვლევის” მეთოდიდან იწყება ახალი ერა ეთნოგრაფიულ კვლვებში.
გიორგი ჩიტაია 1890 წლის 10 ნოემბერს დაიბადა ქ. ფოთში. ფოთის საქალაქო სასწავლებლისა და თბილისის მეორე ვაჟთა გიმნაზიის დასრულების შემდეგ (1907) მან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე (1911), გარკვეული პერიოდი სწავლობდა კენიგსბერგის უნივერსიტეტში (1913), სადაც ისმენდა ლექციებს ეთნოლოგიაში. პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1920-იანი წლებიდან მან დაიწყო პედაგოგიურ მოღვაწეობა საქართველოში. პირველი რესპუბლიკის პერიოდში გ. ჩიტაია აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო უნივერსიტეტის დამფუძნებელთა შორის და უნივერსიტეტის გახსნის დღიდან კითხულობდა ლექციებს ზოგად ეთნოლოგიაში. 1940 წლიდან იგი იყო ეთნოგრაფიის კათედრს გამგე. 1922 წლიდან გ. ჩიტაია მუშაობას იწყებს სახელმწიფო მუზეუმში, სადაც სხვადასხვა დროს იყო მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი, უფროსი სპეციალისტი და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. გიორგი ჩიტაია იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მრავალი ჯილდოსა და წოდების მფლობელი. გიორგი ჩიტაიას სახელს უკავშირდება ეთნოლოგიური დისციპლინის განვითარება საქართველოში. გიორგი ჩიტაიამ თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით საფუძველი ჩუყარა ქართული ეთნოლოგიური სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. უდიდესია მისი ღვაწლი ეთნოლოგიური აზრის კონცეპტუალიზაციას, მეთოდოლოგიური და თემატური მიმართულებების განსაზღვრის საქმეში. 


გ. ჩიტაიას მოღვაწეობის უდიდესი პერიოდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება, იგი თსუ-ს დაარსებიდან ამ კედლებში მოღვაწეობდა, ჯერ როგორც ასპირანტი და შემდეგ უკვე როგორც პედაგოგი. ეთნგრაფიის კათედრა თსუ I კორპუსში იყო განთავსებული და მოგვიანებით ამ კათდრის ბაზაზე თსუ-ში ფუნქციონირებდა გორგი ჩიტაიას სახელობის კაბინეტ-მუზეუმი. უნივერსიტეტის რეკონსტრუქციის შემდეგ, გ. ჩიტაიას 125 წლის იუბილის ფარგლებში თსუ-ს ერთ-ერთ (305) აუდიტორიას გიორგი ჩიტაიას სახელი მიენიჭა.

 

სიმპოზიუმი ღიაა ეთნოკულტურული და სოციალური პროცესების მკვლევრებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს კულტურისა და ყოფის საკითხებს.


სიმპოზიუმის ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

 

მოხსენების ფორმა: ზეპირი მოხსენება.

 

რეგლამენტი:
მოხსენება – 20  წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი;


თეზისების მოცულობა: 250-300 სიტყვა (მოხსენების ენაზე)
თეზისები 10 ნოემბრამდე უნდა გაიგზავნოს მისამართზე: giorgi.chitaia.conference@gmail.com

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის სარეცენზიო კომისიას
 
   

 რეგიტრაციის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი 2025 წ.

საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო ინფორმაცია: 


ელ-ფოსტა: giorgi.chitaia.conference@gmail.com
ტელეფონი: 595457007

თარიღი: 27/10/2025